საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რაჭაში დაფიქსირდა.
როგორც სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდზეა აღნიშნული, ეპიცენტრი ქალაქ ონიდან დასავლეთით, 6 კილომეტრში მდებარეობდა.
ნგრევის თაობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.