პრემიერმა და მთავრობის წევრებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ახალი სავიზო რეჟიმი ნაკლებად პრობლემური ყოფილიყო

პრემიერმა და მთავრობის წევრებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ახალი სავიზო რეჟიმი ნაკლებად პრობლემური ყოფილიყო

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი საქართველოს ახალ სავიზო რეჟიმს "უცხოელებისთვის გამოწვევას" უწოდებს.

როგორც ელჩმა საკითხის კომენტირებისას ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რეგულაციები საზღვრებზე და ადეკვატური სავიზო რეჟიმი. ელჩის განმარტებით, "ამ შემთხვევაში, გარკვეულწილად გამოწვევა იყო ახალი ნორმები, ზოგიერთი უცხოელისთვის, მათ შორის ამერიკელებისთვისაც".

რიჩარდ ნორლანდი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა და მთავრობის წევრებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ახალი სავიზო რეჟიმი ნაკლებად პრობლემური ყოფილიყო.

"ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია იყოს შესაბამისი რეგულირება საზღვრებზე და ადეკვატური სავიზო რეჟიმი. ამ შემთხვევაში, გარკვეულწილად გამოწვევა იყო ახალი ნორმები ზოგიერთი უცხოელისთვის, მათ შორის ამერიკელებისთვისაც. ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობის უმაღლესი პირების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის, იუსტიციის მინისტრის, საგარეო-საქმეთა მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის, რომელთა ჩართულობით მოხდა ხელშეწყობა, რომ უცხოელებისთვის ეს ნაკლებად ყოფილიყო გამოწვევებით აღსავსე. მადლიერები ვართ იმ მხადაჭერისთვის, რომელიც მივიღეთ", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.