ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის გზებზე მსჯელობისთვის კარგი შესაძლებლობაა

ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის გზებზე მსჯელობისთვის კარგი შესაძლებლობაა

საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა აფხაზეთის საკითხის კომენტირებისას ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ელჩმა განმარტა, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი პრობლემის გადაჭრის გზებზე მსჯელობისთვის კარგი შესაძლებლობაა.

"საქართველოს აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მხარდაჭერა. დღეს მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა ამ თემაზე, მაგრამ დავამატებ კვლავ, რომ არ ვიცი, თუ როგორ შეცვლის ეს მოვლენებს რუსეთის ჩართულობის თვალსაზრისით აფხაზეთში. ჩვენი დამოკიდებულება შემდეგია, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი არის კარგი შესაძლებლობა, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით იქნეს გამოძებნილი პრობლემების გადაჭრის გზები", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.