წარმოუდგენელია იმაზე მეტი ინტეგრაცია, ვიდრე უკვე არსებობს, სინამდვილეში აფხაზური ჯარები არ არსებობს,- ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩმა , რიჩარდ ნორლანდმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებას შესახებ.
მისივე თქმით, აშშ-ის პოზიცია იყო და კვლავაც არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომლის ბოლო რაუნდი გასულ კვირას გაიმართა და, რომელიც მიმართულია ამ საკითხის მშვიდობიანი, ყველა მხარისთვის მისაღები გზით მოგვარებისკენ. გასულ კვირას გამართული მოლაპარაკებები კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა და მჯერა შემდეგი რაუნდის მოლაპარაკებებისაც, რომელიც დეკემბერშია დაგეგმილი. წარმოუდგენელია იმაზე მეტი ინტეგრაცია, ვიდრე უკვე არის. სინამდვილეში აფხაზური ჯარები არ არსებობს", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.