ევროსაბჭოს რეზოლუციები კიდევ უფრო მკაცრი გახდება

ევროსაბჭოს რეზოლუციები კიდევ უფრო მკაცრი გახდება

გოკა გაბაშვილმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა რეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭომ მიიღო. დეპუტატის თქმით, მასში საქართველოს ხელისუფლების კრიტიკაა ასახული, რომელიც მომავალში შეიძლება უფრო მკაცრიც გახდეს

"მინდა, შევეხმიანო ძალიან მნიშველოვან დოკუმენტს, რომელიც საქართველოსთან მიმართბეში არის მიღებული ევროსაბჭოში. ორ წელიწადში ერთხელ ევროანსამბელა განიხილავს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშს საქართველოსთან დაკავშირებით. ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმეტი, რადგან საქართველო ჯერ კიდევ ხვდება მონიტორინგის პროცესების ქვეშ. პირველ რიგში საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ბოლო პერიოდში ხშირად არასწორ ინფორმაციას აწოდებენ საზოგადოებას. ეს დოკუმენტი უმრავლესობით იქნა მხარდაჭერილი ევროსაბჭოს სესიაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი ტყუის, თითქოს ეს არის ერთი პარტიის დოკუმენტი"-აღნიშნა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, ეს დოკუმენტი არის ძალიან კრიტიკული ჩვენი ხელისუფლების მიმართ, შესაბამიასდ არ არის გასაკვირი, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ამ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს.

"გასაკვირი იყო რეაქცია, რაც მოჰყვა რეზოლუციას საქართველოში. კერძოდ რამდენი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ, რომ ეს არის "ნაციონალების" შიდაკულუარული მუშაობის შედეგი. ევროპულ დემოკრატიულ სტრუქტურებში გადაწყვეტილების ასე მიღება არ ხდება. ევროპელი დეპუტატები გადაწყვეტილებებს თავისი შეხედულებების მიხედვით იღებენ. რეზოლუციები კიდევ უფრო მკაცრი გახდება. გუშინ მოვისმინეთ, რომ ოპოზიციის მიმართ აღძრული გაქვთ საქმე 115 მუხლით, რაც ხელისუფლების ძალადობრივი დამხობას და ამ გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას უკავშირდება. ამ მუხლითთ მიმიდნარეობს ოპოზიციის ღია დევნა. შესაბამისად, ნუ გაგიკვირდებათ, როცა ამ პარანოიდულ მიდგომას ოპოზიციის მიმართ მოჰყვება როგორც საერთაშორისო რეაქცია, ასევე თქვენი შიდა კრიზისი და ამას აუცილებლად მოჰყვება თქვენს მიერ ხელისუფლების დაკარგვაც"-განაცხადა გოკა გაბაშვილმა პლენარულ სხდომაზე.