ხელისფლებამ თავისი "ტიტუშკები" მოგვიყვანა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში "თავისუფალი ზონის" ხელმძღვანელმა, კობა ხაბაზმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ჰყავს სამარცხვინო ხელისუფლება. როგორც კობა ხაბაზი ამბობს, გამოვა ერთ დღეს ბიძინა ივანიშვილი ან ირაკლი ღარიბაშვილი, გააკეთებს განცხადებას და ამის შემდეგ აგზავნიან საკუთარვე "ტიტუშკებს" მათთან.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან არსებულ ვითარებას, ამ დროისთვის ვითარება დაძაბული არ არის. პერიოდულად თავისუფალი თაობის წარმომადგენლები და "ნაციონალური მოძრაობის" ეზოში მყოფი ახალგაზრდები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ეზოში ისევ შესრულდა საქართველოს ჰიმნი.
"ნაცმოძრაობის" ოფისი ეზოში იმყოფებოდნენ პარტიის წევრები - დავით საყვარელიძე, ლევან ბეჟაშვილი. მათ აღნიშნეს, რომ არ აპირებენ ამ მასხარაობას უყურონ და თავიანთ მომხრეებს მოუწოდეს, შენობაში შევიდნენ.
"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან ორგანიზაცია "ახალი თაობის" აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვას და გასამართლებას ითხოვენ.