გოკა გაბაშვილი ლევან იზორიას განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს

გოკა გაბაშვილი ლევან იზორიას განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს

უმცირესობის დეპუტატის თქმით , ეს ყველაფერი ,,ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებაა.

,,გადატრიალებასა და შეთქმულებაზე რომ ლაპარაკობენ, რამდენად ადეკვატურია, ეს საზოგადოებამ შეაფასოს. ამ ხელისუფლებას ორი წლის განმავლობაში ,,ნაციონალებთან" ბრძოლის მეტი არაფერი გაუკეთებია", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ გადაცემა ,,არჩევანში" განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება ,,ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მასშტაბური დესტაბილიზაციისთვის მზადების საქმეზე.