"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან დაძაბული ვითარებაა

თბილისში, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლები აქციას მართავენ. როგორც ჟურნალისტებს "თავისუფალი თაობის" წარმომადგენელმა , ლადო სადღობელაშვილმა განუცხადა, მათი მოთხოვნაა, აიკრძალოს "ნაციონალური მოძრაობა".

მისივე თქმით, გარდა "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვისა, ამ ამ ეს პარტია უნდა გადამართლდეს.

აქციის მონაწილეებს აქვთ შემდეგი შინაარსის ტრანსპარანტები: "აიკრძალოს "ნაცმოძრაობა", "ნაცებო, ნუ იტაცებთ ხალხს", "კრიმინალს + ძალადობა - ნაცებს", "არ გამოგივათ რევანში".

ამასთან, აქციის მონაწილეებს აქვთ ყვავილები და ცოცხები. როგორც მათ განაცხადეს, აქცია იქნება მშვიდობიანი.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" შენობის პერიმეტრს, შენობას პოლიციელების გაძლიერებული კორდონი იცავს.

"ნაციონალური მოძრაობის" შენობის ეზოში იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, ახალგაზრდები, რომლებმაც საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. შემდეგ კი გაისამა სიმღFერა - "მიშა მაგარია"

რაც შეეხება "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებს, მათ რამდენიმე ოფისთან ყვავილი და გვირგვინები მიიტანეს.

აქციების მონაწილეები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ვითარება დაძაბულია.