ლუგანსკში 100-მდე უკრაინელი სამხედრო ტყვედ ჩავარდა. ლუგანსკის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის გენადი მოსკალის თქმით , ბახმუტის რაიონში "ბოევიკებმა" ალყაში მოაქციეს ასამდე უკრაინელი სამხედრო, არიან მოკლულები და დაშავებულები.
გენადი მოსკალის განცხადებით, ამ დროისთვის ლუგანსკის ოლქში კრიტიკული ვითარებაა. მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, რადგან საბრძოლო შეტაკებების ადგილთან მიახლოება ვერ ხერხდება, ვინაიდან "ბოევიკები" მძიმე ტექნიკას იყენებენ.
როგორც გენადი მოსკალმა აღნიშნა, ეუთო-ს წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბარი უშედეგოდ დასრულდა. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ვერ შეძლებს ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის დათანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე.