სამხატვრო აკადემიაში მიმდინარე აქციის მონაწილეები აკადემიის რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ. მათ დაკეტილი კარი ძალით შეანგრიეს და რექტორის კაბინეტი დაიკავეს. აქციის მონაწილეები არჩეულ რექტორ გია გუგუშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.
სტუდენტებმა გია გუგუშვილის კომპიუტერს ფურცელი მიაკრეს წარწერით "ჭაობის მეფე".
რექტორის კაბინეტში იმყოფება აკადემიის ყოფილი ლექტორი ლუიზა ლაფერაძე. იგი სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
რექტორის კაბინეტში მყოფი აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი გია გუგუშვილთან შეხვედრამდე ოთახის დატოვებას არ აპირებენ.