ძმები ორბელიანების ქუჩაზე აფეთქება მოხდა

ძმები ორბელიანების ქუჩაზე აფეთქება მოხდა

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ძმები ორბელიანების ქუჩაზე ერთსართულიან კერძო სახლში აფეთქება მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს , აფეთქების შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა. დაშავებული ნანგრევებიდან გამოიყვანეს და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა სავარაუდოდ ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია.