თბილისის მერიის მისაღებთან რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო. თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თბილისის მთავრობის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვდნენ. დაცვის პოლიციამ მათ საშუალება არ მისცა, მისაღებში შესულიყვნენ, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მოახერხეს შენობის პირველ სართულზე შესვლა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკა მელიამ განაცხადა, სამსახურიდან გათავისუფლებული 6-7 კაციანი ჯგუფი ითხოვს შეხვედრას ქალაქის პასუხისმგებელ პირებთან და ელოდებიან ნებართვას, რათა ამ ჯგუფმა შეძლოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ განაცხადა, დღეს ისინი მერიასთან კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, რათა გააპროტესტონ მერიაში უკანონო ატესტაცია.
"თავადაც ვერ მალავენ, რომ მიმდინარეობს თანამშრომლებზე ზეწოლა, თუმცა ამაში უკანონოს ვერაფერს ხედავენ. დავით ნარმანიამაც საუბრისას დაადასტურა, რომ სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ ზეწოლის ფაქტებით. ჯერ ავრცელებ ტესტებს, შემდეგ კი ამბობ, რომ ეს ტესტები დუშეთისთვის იყო განკუთვილი. მიმდინარეობს საკუთარი მეგობრებისთვის ხელეწყობა, იმ ადამიანების კი, რომლებიც თბილისის მერიაში წლების განმავლობაში მუშაობდნენ, მათი გაყრა უნდათ", - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.
მისივე თქმით, ატესტაციის ჩატარება ასეთ ფონზე გამოიწვევს მერიის თანამშრომელთა გაყრას, რის საშუალებასაც "ნაციონალური მოძრაობა" მათ არ მისცმეს.