მარიუპოლში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული

მარიუპოლში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. "უნიანის" ინფორმაციით, გუშინ მარიუპოლის რაიონში მდებარე სოფელ სარტანაში "ბოევიკების" თავდასხმის შედეგად 7 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, 18 ადამიანი კი დაიჭრა.

"ბოევიკებმა" სოფელში რამდენიმე ნაღმი ისროლეს. ერთ-ერთი ნაღმი იმ ადგილას აფეთქდა, სადაც სამგლოვიარო პროცესი მიმდინარეობდა.