მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიიდან 9 ტონა ნაგავი გაიტანეს

მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიიდან 9 ტონა ნაგავი გაიტანეს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასუფთავების აქცია მოეწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, აქციაში მყინვარწვერთან მდებარე ბეთლემის ქოხის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდნენ. ზღვისდონიდან 3653 მეტრზე, 9 ტონა ნაგავი მოგროვდა. ნარჩენები მყინვარიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გაიტანეს. უკანასკნელად მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორია 2004 წელს დაასუფთავეს. ყოველწლიურად მყინვარწვერს ათასობით როგორც მოყვარული, ასევე პროფესიონალი მთასვლელი სტუმრობს. მარტო ბეთლემის ქოხს 3 ათასზე მეტი უცხოელი სტუმრობს.

მყინვარწვერიდან ნარჩენების გატანა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დასუფთავების ყოველთვიური აქციის ფარგლებში განხორციელდა.