ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის შეთანხმების პროექტი აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე განიხილება

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის შეთანხმების პროექტი აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე განიხილება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და პრემეირის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, პრაღაში ხვალ შეხვდებიან. ზურაბ აბაშიძე პრაღაში უკვე გაემგზავრა.

მისი განცხადებით, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტს მხარეები გვერდს ვერ აუვლიან და მასზე საუბარი აუცილებლად იქნება. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი გამოქვეყნებულ დოკუმენტს შემაშფოთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე ქართულ მხარეს კითხვები გააჩნია, რაზეც მოსკოვის პოზიციას მოისმენს. თუმცა აქვე აბაშიძე რუსეთთან დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„ყველა ჩვენი პარტნიორი ამას გვეუბნება, გვირჩევს, გვთხოვს, რომ რუსეთთან დიალოგი გავაგრძელოთ. როგორც კი ვიგრძნობთ, რომ მათი მხრიდან მხარდაჭერა არ იქნება, ჩვენ აუცილებლად დავფიქრდებით და შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ. აფხაზეთთან მიმართებაში გამოქვეყნებული დოკუმენტი ერთ-ერთი მთავარი თემაა, რაზეც მინდა, რომ ვისაუბრო, მიხუედავად იმისა, რომ ეს ასეთი საკითხები ჩვენი ფორმატის განსჯის თემატიკა არაა, ჩვენ ამას გვერდს ვერ ავუვლით“ - განაცხადა აბაშიძემ.