თბილისის მერია დედაქალაქის მცხოვრებლებს კომუნალურ ვაუჩერებს წელსაც დაურიგებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს , ჯერ უცნობია იმ თანხის ოდენობა, რომელიც აბონენტებს ყოველთვიურად დაერიცხებათ.
მათივე ინფორმაციით, ვაუჩერების დარიგება სავარაუდოდ ნოემბერ-დეკემბერში დაიწყება.
ამასთან, მერიის სოციალური სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის ინფორმაციით, წელს ვაუჩერები გაცილებით გაუმჯობესებული იქნება.
"იგეგმება ვაუჩერების გაცემა, გაცილებით გაუმჯობესებული ადმინისტრაციული რესურსებით. კონკრეტული ციფრი მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განაცხადა ჩივიაშვილმა.
თბილისის მერიამ გაწულ ორ წელს დედაქალაქში რეგისტრირებულ თითოეულ აბონენტს 100-ლარიან კომუნალურ ვაუჩერი დაურიგა. 5 თვის (ნოემბერ-მარტი) განმავლობაში თითოეულ ოჯახს ანგარიშზე 20 ლარი ერიცხებოდა. სოციალურად დაუცველი ოჯახები კი, რომელთაც 70 ათასზე ნაკლები სარეიტინგო ქულა ჰქონდათ, 250-ლარიანი ვაუჩერს იღებდნენ.