ხონის რაიონიდან აფხაზეთში სამუშაოდ გადასული ორი ახალგაზრდა დააკავეს

ხონის რაიონიდან აფხაზეთში სამუშაოდ გადასული ორი ახალგაზრდა დააკავეს

ხონის რაიონის სოფელ საწულუკიძეოდან აფხაზეთში სამუშაოდ გადასული ორი ახალგაზრდა აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი აფხაზეთში წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.

როგორც დაკავებულების ახლობლები "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებენ, ლევან ბუღაშვილი და ზაურ შვანგირაძე აფხაზეთში თხილის საკრეფად იმყოფებოდნენ. რამდენიმე დღის წინ ოჯახის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ ორივე ახალგაზრდა დაკავებულია და, სავარაუდოდ, ისინი სოხუმში იმყოფებიან.

ოჯახის წევრები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, ადგილობრივი პოლიცია საქმის კურსშია, მათ ამ დრომდე არ მიუღიათ ინფორმაცია, თუ სად იმყოფებიან დაკავებულები.