თურქეთში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ოზურგეთის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ განუცხადა, გამგეობაში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღეს.

"შემოვიდა ინფორმაცია, სავარაუდოდ სიმართლეს შეესაბამება და დეტალებს ვაზუსტებთ", - აღნიშნა ჭანუყვაძემ.