რუსთავში სოკოთი მოწამვლის 12 შემთხვევა დაფიქსირდა

რუსთავში სოკოთი მოწამვლის 12 შემთხვევა დაფიქსირდა

რუსთავში, ბოლო 4 დღის განმავლობაში, სოკოთი მოწამვლის 12 ფაქტი დაფიქსირდა. მათგან 4 ფაქტი გუშინ მოხდა. თორმეტივე შემთხვევაში , სოკო, მოწამლულების ოჯახის წევრებმა მინდორში ან ტყეში მოაგროვეს.

ერთ-ერთი მოწამლული 5 წლის ბავშვია, რომელიც თბილისის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც ექიმები აცხადებენ, ბავშვის მდგომარეობა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მიყვანისას რთული იყო და ის მოგვიანებით თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.