საქართველო "მეზღვაურების პირადობის მოწმობების შესახებ" შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებულ კონვენციასთან მიერთებას გეგმავს.
მთავრობამ კონვენცია რატიფიცირებისთვის პარლამენტს უკვე წარუდგინა და მას კომიტეტების ფარგლებში განიხილავენ.
აღნიშნული კონვენცია მეზღვაურების პირადობის მოწმობების მსოფლიოში მოქმედ სტანდარტებს ამკვიდრებს, რაც, როგორც განხილვისას აღინიშნა, მსოფლიოს ნავსადგურებში მეზღვაურთა უპრობლემო შესვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.