როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაინტერესებულ ადამიანთა ჯგუფი სტუდენტთა პროტესტის შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
"დღეს, 14 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩატარდა რექტორის არჩევნები, სამხატვრო აკადემიის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, 8 ხმა 2 ის წინააღმდეგ. სამხატვრო აკადემიის რექტორად არჩეული იქნა, ცნობილი ქართველი მხატვარი ბატონი გია გუგუშვილი. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ბატონი გია არჩეული იქნა კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დაცვით.
დაინტერესებულ ადამიანთა ჯგუფი ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და სტუდენტთა პროტესტის შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია თხოვნით მიმართავს ყველა მედიასაშუალებას, რათა ობიექტურად მოხდეს აღნიშნული პროცესების გაშუქება. ამასთანავე, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სამხატვრო აკადემია გამოხატავს მზადყოფნას, მიმდინარე მოვლენებზე ყველა დაინტერესებულ მხარეს სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს", - აღნიშნულია განცხადებაში.