იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებით სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობდეს აჩვენოს საზოგადოებას, თითქოს, დანაშაულმა იმატა.
"აუცილებელია დადგინდეს, იყო თუ არა კავშირი კუდ-ის მაშნდელ თანამშრომლებსა და ყოფილი მთავრობის მმართველებს შორის. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ამგვარი წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებით ცდილობდეს სწორედ "ნაციონალური მოძრაობა", აჩვენოს საზოგადოებას, თითქოს, დანაშაულმა იმატა. რა თქმა უნდა, თუ ასეთი დანაშაული თვითონ მოიფიქრეს და დადგეს, შემდეგ დანაშაულის მატებაზე სპეკულაციებიც წარმატებით შეუძლიათ",-განაცხადა წულუკიანმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე სოდ-ის და კუდ-ის ყოფილი თანამშრომლების დაკავების კომენტირებისას განაცხადა, რომ დაისჯება ყველა, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ რამეს დაგეგმავს.
ღარიბაშვილის თქმით, მან ეს ადამიანები ორი წლის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრობისას გაათავისუფლა.