ზვიად ძიძიგური: სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგება

ზვიად ძიძიგური: სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგება

უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს, თითქოს ხელისუფლებას ევროპისკენ არ აქვს გეზი აღებული და რუსეთთან ალაგებს ურთიერთობას. ძიძიგურის განცხადებით, სანამ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, იქამდე რუსეთთან  დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება.

„ქვეყნის მიერ არჩეული გეზი არის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ჩვენ რუსეთთან ვერ დავალგებთ ურთიერთობას, იმიტომ რომ გვაქვს უთანხმოება, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია მათ მიერ და სანამ იქ რუსული ჯარები დგას,  დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგება. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, მაგრამ გააჩნია ამას როგორ აკეთებ. ჩვენ შეგვეძლო გაგვეგრძელებინა ის რეჟიმი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისთვის" იყო დამახასიათებელი, მაგრამ მიმაჩნია, რომ არ იყო სწორი, რასაც ისინი აკეთებდნენ,"- განაცხადა ძიძიგურმა გადაცემაში „არჩევანი".