რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის საკრებულოს წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალური ქსელით ახალ განცხადებას ავრცელებს. დავით ზურაბიშვილი კოალიციის მომხრეებს , ნეიტრალებს და ე. წ შუაშისტებს შეკითხვით მიმართავს. ციტატა- „ხომ არ მოვიდა დრო, რომ ცოტა გავერკვიოთ ვის რა გვინდა და ევროპა აპიდარასტებს შემადგენლობას ცოტა უფრო მკაფიოდ გავემიჯნოთ“. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს ალბათ აქამდეც უნდა ექნათ და ბევრ გაუგებრობას აიცილებდნენ თავიდან. უცვლელად გთავაზობთ ზურაბიშვილის განცხადებას.
“ოქტომბრის არჩევნების ორ წლისთავზე მინდოდა დამეწერა, ერთგვარი შეჯამების სახით, მაგრამ არა უშავს, ახლაც წავა.
სააკაშვილის ხელისუფლების ოპონენტები, სპექტრის მრავალფეროვნების მიუხედავად, პრინციპში შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად.
ერთნი იყვნენ ისინი, ვისთვისაც ნაცმოძრაობის მმართველობა მიუღებელი იყო მისი ავტორიტარიზმის, მედიის, ბიზნესის, სასამართლოს, განათლების სისტემისა თუ აკადემიური სფეროს კონტროლირების, განსხვავებულ მოაზროვნე–მოფიქრალთა მიმართ დაუნდობელი წნეხის გამო.
და იყვნენ ისეთები, ვისთვისაც სააკაშვილი და მისი გუნდი ასოცირდებოდა პროდასავლურ ორიენტაციასთან და ზოგადად ლიბერალურ დისკურსთან. მათთვის, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს დისკურსი იყო (და არის) მიუღებელი.
უფრო დეტალურად ამ ანტინაცურ–ოპოზიციური დანაყოფების გარჩევას აქ არ შევუდგები, თუმცა, თითოეულის შიგნით კიდევ არის გრადაციები. უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩემის ღრმა რწმენით ნაცმოძრაობის ოპონენტთა პირველი კატეგორია რაოდენობით ბევრად სჭარბობდა და სჭარბობს მეორე კატეგორიას. ამას, პირდაპირ თუ ირიბად ადასტურებს არა მხოლოდ ჩემი ემპირიული დაკვირვება, არამედ ყველანაირი კვლევა, რაც კი ამ ქვეყანაში ჩატარებულა
თვითონ ნაცმოძრაობა და მისი მომხრეები რას ფიქრობდნენ თავიანთ ოპონენტებზე ამ შემთხვევაში ნაკლებად საინტერესოა. მით უმეტეს, ისინი საერთოდ არ ფიქრობდნენ ამაზე და პირველ კატეგორიის არსებობასაც კი არ აღიარებდნენ. კაცმამ რომ თქვას, არც ახლა აღიარებენ.
ჰოდა, იმის თქმა მინდა, ძვირფასო კოალიციის მომხრეებო, ნეიტრალებო თუ შუაშისტებო.
ხომ არ მოვიდა დრო, რომ ცოტა გავერკვეთ ვის რა გვინდა და "ევროპა აპიდარასტებს" შემადგენლობას ცოტა უფრო მკაფიოდ გავემიჯნოთ? უფრო მკვეთრად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად? პირადად მე ნამდვილად ასპროცენტიანი სიზუსტით ვიცი, რომ მე და ეგეთი ხალხი ერთად ვერასდროს ვიქნებით, რადგან სრულად სხვადასხვა ქვეყანა გვინდა და სრულიად განსხვავებულად წარმოგვიდგენია საქართველოს მომავალი.
ეს ალბათ აქამდეც უნდა გვექნა და ბევრ გაუგებრობას ავიცილებდით თავიდან. ყოველ შემთხვევაში ვიღაც–ვიღაცეებს იმის ილუზია მაინც არ ექნებოდათ, რომ ნაცების სიძულვილის ხარისხით უნდა გაიზომის ჭეშმარიტი პატრიოტობა. სიძულვილი საერთოდ არ შეძილება იყოს რაიმე პოზიტიური ღირებულებითი საზომი.
ალბათ ადრე უნდა გვექნა, მაგრამ არც ახლაა გვიან” - წერს ზურაბიშვილი
297
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85