საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  დღეს ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რაპილ ჟოშიბაევი მიიღო. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ორ სახელმწიფოს შორის არსებულ პარტნიორული ურთიერთობა და მათი შემდგომი გაღრმავების აუცილებლობა. განსაკუთრებული ყურადღება ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს დაეთმო.

"ექსპო 2017" - გრადნიოზული ღონისძიებაა. ჩვენ ვმუშაობთ, რომ საქართველო ღირსეულად იყოს წარმოდგენილი და მაქსიმალურად წარვაჩინოთ ის შესაძლებლობები, რომლის შეთავაზებაც საქართველოს რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის შეუძლია. კონფერენციის მთავარი თემა „ახალი ენერგია" იქნება და ამ თვალსაზრისითაც ძალზე მნიშვნელოვანია ქართველი მეცნიერებისა და ბიზნესმენების მონაწილეობა. ზოგადად, ყაზახეთთან და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან ურთიერთობის განვითარება ჩვენი  ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ. 

შეხვედრის დასასრულს რაპილ ჟოშიბაევმა გიორგი მარგველაშვილი „ექსპო 2017"-ზე მიიწვია, რომელზეც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა იქნება წარმოდგენილი.

„გრძლედება ჩემი ვიზიტი „ექსპო 2017"-ის კომისარის რანგში. დღეს საქართველოს პრეზიდენტს, პრეზიდენტ ნაზარბაევის პერსონალური მოსაწვევი გადავეცი. ჩვენი პრეზიდენტი საქართველოს ექსპო 2017ში მონაწილოების მისაღებად იწვევს. დღეს მნიშვნელოვანი საუბარი გაიმართა ყაზახეთში არსებულ ინიციატივებთან დაკავშირებით. საქართველომ განაცხადა თანხმობა და პრეზიდენტი ეწვევა გამოფენას. ჩვენი სურვილია, რომ  ქართულმა კომპანიებმა  და ქართველმა მეცნიერებმა მონაწილეობა მიიღონ და საქართველო აქტიურად იყოს წარმოდგენილი. პრეზიდნეტთან ასევე ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობაზე. ჩვენი ტვირთბრუნვა დღეს 135 მილიონს აღწევს, რაც იმას მიუთითებს, რომ ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს. ვულოცავთ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. ეს დიდი ბაზარი და დიდი შესაძლებლობაა ბიზნესის განვითარებისთვის. იმედია ქართველი და ყაზახი ბიზნესმენები გამოიყენებენ ამ  შესაძლებლობას და კიდევ უფრო გააღმავებენ ურთიერთობას", - განაცხადა რაპილ ჟოშიბაევმა.