სამთავროს დედათა მონასტერში პატრიარქის ძმის სულის მოსახსენიებელ წირვას ილია მეორეც დაესწრება

სამთავროს დედათა მონასტერში პატრიარქის ძმის სულის მოსახსენიებელ წირვას ილია მეორეც დაესწრება

მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფროსი ძმის, ბერი გიორგის (ვიქტორ შიოლაშვილის) სულის მოსახსენიებლად წირვა მიმდინარეობს. 
გარდაცვლილი, რომელიც ბერის სამოსშია შემოსილი, ტაძარშია დასვენებული. სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში წირვას ტაძრის მღვდელმსახურები ასრულებენ. მონასტერში სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის მიბრძანებას ელოდებიან. 

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. პერიმეტრს პოლიცია იცავს, მონასტერში შესვლის დროსაც მოქალაქეები სპეციალურ შემოწმებას გადიან.