სანდრო ბრეგაძე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

სანდრო ბრეგაძე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის მოადგილედ სანდრო ბრეგაძე დაინიშნა. სანდრო ბრეგაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილი მინისტრის დავით დარახველიძის მოადგილე იყო. 

გელა დუმბაძე სანდრო ბრეგაძეს ახალ თანამდებობაზე დღეს წარადგენს.