ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციის ტექსტში თედო ჯაფარიძე

ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციის ტექსტში თედო ჯაფარიძე "ტრაგედიას ვერ ხედავს"

საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციის ტექსტში ქართული დელეგაციის წევრი თედო ჯაფარიძე"ტრაგედიას ვერ ხედავს" . 

"მე ამის დრამატიზებას არ მოვახდენდი. მესმის, ჩვენი პატივცემული ოპოზიციონერების სიხარული, რომ რეზოლუციაში კონკრეტული გვარები დაფიქსირდა. მე ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ეს არის გზავნილი საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ არის საკითხები, რაზეც ჩვენ უკეთ უნდა ვიმუშაოთ", - განუცხადა ჟურნალისტებს თედო ჯაფარიძემ.

ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია კენჭისყრის შედეგით: 103 – მომხრე, 27 – წინააღმდეგი დაამტკიცა. დოკუმენტში რჩება ჩანაწერი, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ბაჩო ახალიას პატიმრობის ვადას და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას ეხება.