წარმოების გაფართოების მსურველ ბიზნესმენებს შეღავათიანი სესხის მიღება შეუძლიათ

წარმოების გაფართოების მსურველ ბიზნესმენებს შეღავათიანი სესხის მიღება შეუძლიათ

ნებისმიერ ბიზნესმენს, ვისაც წარმოების გაფართოება სურს, შეუძლია საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიერ ინიცირებულ პროგრამაში – „აწარმოე საქართველოში“ ჩაერთოს და შეღავათიანი სესხი მიიღოს.

ამის შესახებ პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით  გამართულ ეკონომიკურ საბჭოზე აღინიშნა, სადაც  პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის განმარტებით, დღეისთვის უკვე დამტკიცებულია  სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიული მიმართულების მქონე  25 პროექტი, რაც ნიშნავს ათასობით ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას.

"პროგრამით დაინტერესება იმდენად დიდი იყო მეწარმეებში, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, არსებულ მეწარმეებსაც შეძლებოდათ  წარმოების გაფართოება–გამსხვილება. ამ მიზნით მათ შეუძლიათ, მიმართონ ბანკებს და ისარგებლონ შეღავათიანი სესხით და მთავრობის თანადაფინანსების პროცენტით“, –განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.