ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუცია დაამტკიცა. 103 – მომხრე 27 წინააღმდეგი, კენჭისყრის ამ შედეგით ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტი დაამტკიცეს.
დოკუმენტში რჩება ჩანაწერი, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ბაჩო ახალიას პატიმრობის ვადას და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას ეხება.
ამასთან, რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში არ ჩაიწერა პუნქტი, რომელიც ქვეყანაში გადამდგარი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობს ეხება. ცვლილების ეს ნაწილი ხმათა უმრავლესობით ჩავარდა.
ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.