ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუციის უკან გაწვევის შესახებ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუციის უკან გაწვევის შესახებ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, საქართველოს შესახებ რეზოლუციის უკან გაწვევის შესახებ.

საქმე ისაა, რომ რეზულუციაში რამდენიმე შესწორების შეტანას გუშინ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა. კერძოდ, დოკუმენტს დაემატა ჩანაწერი - ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, შეშფოთება ბაჩო ახალაიას წინასწარ პატიმრობაში დაყოვნებაზე და გაკეთდა მოწოდება, მიხეილ სააკაშვილის საქმიდან პოლიტიკური მოტივაციის გამორიცხვის შესახებ. მონიტორინგის კომიტეტის სხდომას გუშინ არ ესწრებოდა ანგარიშის თანაავტორი მაიკლ იენსენი, რომელმაც დღეს, უკვე სესიაზე განაცხადა, რომ კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი ზოგიერთი შესწორების წინააღმდეგია. კერძოდ, იგი არა ეთანხმება ჩანაწერს ბიძინა ივანიშვილზე და მიიჩნევს, რომ "მთავრობას შეუძლია მიიღოს რჩევა როგორც ყოფილი პრემიერისგან, ისე ექსპრეზიდენტისგან".

ქართული დელეგაციის წევრმა საპარლამენტო უმრავლესობიდან ეკა ბესელიამ არ გამორიცხა, იენსენის მიერ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, დოკუმენტი უკან დაუბრუნდეს მონიტორინგის კომიტეტს. ამ წინადადებას მხარი დაუჭირა თანამომხსენებელმა საქართველოს საკითხებზე მაიკლ იენსენმა, თუმცა კენჭისყრაზე დეპუტატემა მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციის კომიტეტისთვის დაბრუნების წინადადებას. კენჭისყრა 51 – მომხრე, 61-ის წინააღმდეგ დასრულდა, შესაბამისად, რეზოლუციის განხილვა სესიაზე გაგრძელდა და მას კენჭი ეყრება.