ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ "ქართული ოცნების" მმართველობის 2-წლიანი პერიოდი შეაფასა და ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
"ორი წლის წინ იყო ის, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი ვერ მიდიოდა ექიმთან უფულობის გამო, თუკი უკიდურეს შემთხვევაში გადაწყვეტდა ის ამას, მას უხდებოდა კატასტროფული დანახარჯების გაღება და დიდი ვალების აღება ამისთვის, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ყველაზე მთავარი გამოწვევა და ეს გამოწვევა ცალსახად დაძლეულია და ეს განხორციელდა საყოველთაო ჯანდაცვის გზით. როგორც პენსიების ზრდა, ასევე სოციალური დახმარების გაორმაგებები მოხდა, თუმცა, აქვე ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ჩვენ შევძელით მაქსიმუმი",-განაცხადა სერგეენკომ.