დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ორი წელი გავიდა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, ჩვენთან ერთად, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზით შეგვეცვალა ხელისუფლება, ხელისუფლება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდმა ნაწილმა უთხრა არა. ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ, იყო ასევე სირთულეები,
მე დღეს ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული და დაცული. ღმერთმა ნურასდროს, ნურავის დააჭირვოს ექიმი და საავადმყოფო, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ეს მომასახურება მათთვის უფასოა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, საარჩევნო კამპანიის დროს, ძალიან ბევრი შეხვედრა მქონდა მოსახლეობასთან და გული მწყდებოდა, როდესაც ახალგაზრდა ქალბატონებს, ქართველ დედებს ვხვდებოდი თვალცრემლიანს, ამის მიზეზი იყო ელემენტარული, რომ მათ არ ჰქონდათ შეასაძლებლობა, შვილებისთვის, რომელებიც სექტემბერში სკოლაში უნდა წასულიყვნენ, სახელმძღვანელოები ეყიდათ. დღეს, მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენი პატარები, რომლებიც სკოლაში მივიდნენ, მათ სახელმძღვანელოები მერხებზე დახვდებათ. ამდენი მიწა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში იქნა დამუშავებული, არასდროს საქართველოში არ დამუშავებულა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის, რომ გლეხი, სოფელი გავაძლიეროთ და ჩვენ დავეხმარებით მანამ, სანამ გლეხი ფეხზე არ დადგება და სოფელი არ გაძლიერდება. ამასთან ერთად, ეკონომიკის სამინსიტრომ წამოიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ,,აწარმოე საქართველოში" განხორციელება, ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ვეხმარებით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ მათ ბიზნესი წამოიწყონ და იმპორტირებული საქონელი ადგილობრივი პროდუქციით ჩავანაცვლოთ",
"21%-ით შემცირდა ელექტროენერგიაზე ტარიფი და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ათასი მილიონი ლარი დაზოგა. მოვახერხეთ ის, რომ 5 %-ით შევამცირეთ ფასი ბუნებრივ აირზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, ის რომ ჩვენ პენსია 150 ლარამდე გავზარდეთ, დახმარებები ფაქტობრივად გაორმაგდა, მაგრამ ეს ყველაფერი არის ძალიან ცოტა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ისიც, რომ უამრავი პრობლემაა ქვეყანაში, მაგრამ ეს ყველაფერი მოგვარებადია, მოგვარდება, მთავრია ქვეყანაში იყოს მშვიდობა და ჩვენ მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს",