ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაბორატორიის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ლაბორატორია უნიკალურია, რომელშიც ამერიკის მთავრობამ 350 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განახორციელა. ღარიბაშვილის თქმით, მან საკუთარი თვალით ნახა ის უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც ლაბორატორიებშია განთავსებული.
„ამ ცენტრის შექმნისთვის ამერიკის მთავრობამ თავდაპირველად 170 მლნ დოლარი გამოყო, ხოლო მთლიანად ამ კომპლექსისთვის, მათ შორის ადგილობრივი კადრების დატრენინგებისთვის, აშშ-მა 350 მლნ დოლარი დახარჯა. ამ ცენტრში მოსვლის საშუალება ექნებათ სტუდენტებს, მკვლევარებს, მეცნიერებს, არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ რეგიონიდანაც. ლაბორატორია აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალეა, რომელიც მზადაა მოემსახუროს და კარი გაუღოს უცხო ქვეყნის მკვლევარებს, მეცნიერებს. უზრუნველყოს ისინი ტრენინგებით. ჩვენ ასევე ვაპირებთ კამპუსის აშენებას. მშენებლობა ალბათ, მომავალ წელს დაიწყება და 2016-ში დასრულდება. ამის შემდეგ, ეს სრულყოფილი კომპლექსი იქნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.