გაჩერებული საქართველო, სამწუხაროდ, ხელისუფლების სრულ უუნარობაში გადაიზარდა

გაჩერებული საქართველო, სამწუხაროდ, ხელისუფლების სრულ უუნარობაში გადაიზარდა

ხელისუფლების უუნარობა კონტრრეფორმებში გადაიზარდა, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

"ორი წელი გავიდა, რაც საქართველოს მართავს "ქართული ოცნების" ხელისუფლება და ალბათ, რაღაცა სტადიები გაიარა ქვეყანამ, რასაც ყველანი ვხედავდით. პირველი და შესამჩნევი რაც იყო 2012 წლის 1-ლი ოქტომრბის შემდეგ, ეს იყო გაჩერებული საქართველო, იმიტომ რომ თითქმის ყველაფერი გაჩერდა ქვეყანაში. გაჩერებული საქართველო, სამწუხაროდ, გადაიზარდა ხელისუფლების სრულ უუნარობაში, რაც გამოიკვეთა შეუსრულებელ დაპირებებში, სამსახურებიდან გათავისუფლებულ ადამიანებსა და მათ ნაცვლად მიღებულ ნათესავებში, გაზრდილ პრემიებში და კრედიტებში, რომლითაც ყიდულობენ ადამიანებს, გაზრდილ ფასებში პროდუქტებზე, პენსიების ზრდის შეჩერებაში, გარღვეულ ბიუჯეტში, გადაგდებულ იპოთეკარებში, ძალადობის წახალისებაში, რეცეპტების კრახში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ხელისუფლების უუნარობა გადაიზარდა კონტრეფორმებში. "ეს დაიწყო გადასახადების კლებაზე უარის თქმით. გაუქმებული ალტერნატიული აუდიტი, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესზე მეტი კონტროლი უნდა ხელისუფლებას; გადავადებული მოწმის დაკითხვის ინსტიტუტი, რეიდების დაკანონება, გაუარესებული საემიგრაციო პოლიტიკა, ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის გადავადება და სხვა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.