ორი წლის წინ

ორი წლის წინ "ნაცმოძრაობისთვის" შავი დღე გათენდა და ამ დღის შემოქმედი ბიძინა ივანიშვილი იყო

ორი წლის წინ "ნაციონალური მოძრაობისთვის" შავი დღე გათენდა და ამ დღის შემოქმედი ბიძინა ივანიშვილი იყო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ორი წლის წინ გათენდა "ნაციონალური მოძრაობისათვის" შავი დღე, ასე ვთქვათ. ამ დღის შემოქმედი იყო ბიძინა ივანიშვილი და მე არ მიკვირს, როდესაც ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები ყველა გამოსვლაში ბიძინა ივანიშვილს ესხმიან თავს და ცდილობენ უკბინონ, ვერ უვიწყებენ იმ მდგომარეობას, რომელშიც ახლა იმყოფებიან და ეს, რა თქმა უნდა, ძირითადად, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ამასთან, დეპუტატმა წარმოადგინა ის ინფორმაცია, რომელიც მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით გაკეთდა. კერძოდ, ძიძიგურის ინფორმაციით: დაზღვეულია 4 300 000 მოქალაქე; 95%-ით არის შემცირებული იაფფასიანი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება; სიკვდიალიანობის მაჩვენებელის მიხედვით, 2014 წელს პირველად 1989 წლის შემდეგ მოსალოდნელია კლება; საოკუპაციო ხაზთან, სოფელ რუხში მულტიფუნქციური საავადმყოფო შენდება; რეგიონებში 180 ახალი სასწრაფო დახმარების მანქანაა შეყვანილი; დასრულების პირასაა 82 ახალი ამბულატორიის მშენებლობა; მინიმალური პენსია გახდა 150 და გაიზარდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შემცირება და სხვა.