იპოთეკარებმა დავით საგანელიძეს და ზურაბ მელიქიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

იპოთეკარებმა დავით საგანელიძეს და ზურაბ მელიქიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი იპოთეკით დაზარალებულები დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს უწყობენ და შეძახილებით აცილებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ქუთაისიდან იტყობინება, აქციის მონაწილეებმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს მევახშე უწოდეს. როგორც იპოთეკით დაზარალებულები ამბობენ, ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი პრობლემა გადაიჭრას.

აქციის მონაწილეებმა ასევე შეძახილებით შეაცილეს პარლამენტის შენობაში უმცირესობის დეპუტატი ზურაბ მელიქიშვილი. მას იპოთეკით დაზარალებულებმა ღორი უწოდეს. აქციის მონაწილეების თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სწორედ მათ ხარჯზე გამდიდრდნენ.