"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ,,ქართული ოცნების" ორწლიან საქმიანობას უარყოფითად აფასებენ

,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები ,,ქართული ოცნების" ორწლიან საქმიანობას უარყოფითად აფასებენ. უმცირესობის წევრების განცხადებით , მმართველმა გუნდმა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ვერც ერთ გამოწვევას ვერ უპასუხა.

,,მე არა მგონია ამ მთავრობას რაიმე მიღწევა ჰქონდეს. ძირითადი გამოწვევა ეკონომიკური ზრდა იყო, რასაც ახალი სამუშაო ადგილები უნდა შეექმნა, თუმცა, ჩვენ ვხედავთ როგორ მცირდება ქვეყანაში სამუშაო ადგილები, გაზრდილია კრიმინალი და გვესმის დასავლეთის კრიტიკა ამასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მომავალში ქვეყანაში ინვესტიციების შემცირების საფუძველია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

უმცირესობის კიდევ წევრი პავლე კუბლაშვილი კი მიიჩნევს, რომ ,,ქართული ოცნების" მუშაობის ყველაზე ობიექტური შემფასებელი ქართველი ხალხია.

,,დღეს ვერ ნახავთ ვერც ერთ სოციალურ ჯგუფს, რომელიც მთავრობის საქმიანობას დადებითად შეაფასებს. სამუშაო ადგილები დღითიდღე მცირდება და გაზრდილია კრიმინალი", -განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.