მედიის დამოუკიდებლობით და სიძლიერით იზომება რამდენად ძლიერია ქვეყანაში დემოკრატია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში განაცხადა, მთავრობის კანცელარიაში განაცხადა, საიდანაც მან მოსახლეობას "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის ორწლისთავთან დაკავშირებით მიმართა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია.
"ჩვენი ხელისუფლება ყველა პირობას ქმნის იმისას, რომ გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია. მედიის დამოუკიდებლობით და სიძლიერით იზომება რამდენად ძლიერია ქვეყანაში დემოკრატია და ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის საამაყოა, რომ სულ ახლახანს გამოქვეყნებული კვლევების შედეგებით, მედიის თავისუფლების ინდექსში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო არის პირველ ადგილზე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ადგას ქართველი ხალხის მიერ არჩეულ საგარეო კურსს.
"ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა. ამის დასტურია ევროკავშირთან ასოცირების ისტორიული ხელშეკრულება, რომლის შესრულებაც არის ჩვენი მოქმედების მთავარი გეგმა. ჩვენი მთავარი მიზანია მშვიდობიანად აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების გზით გავამთლიანოთ ჩვენი სამშობლო", - განაცხადა ღარიბაშვილმა.