უკრაინული მედია - აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ტანკები კვლავ გამოჩნდნენ

უკრაინული მედია - აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ტანკები კვლავ გამოჩნდნენ

აღმოსავლეთ უკრაინაში, დებალცევოს რაიონში, 27 რუსული ტანკის გადაადგილება დაფიქსირდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მანამდე ტანკების გადაადგილება შეინიშნებოდა სხვადასხვა რაიონებში. 

უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ასევე დაფიქსირდა რუსეთის შეიარაღებული ძალების სადესანტო ქვედანაყოფის გადაადგილება დასახლებულ პუნქტ სტახანოვში. 

"რუსი მედესანტეები 10-კაციანი ჯგუფებით, სპეციალური ავტოტრანსპორტით გადაადგილდებიან", - განაცხადა დიმიტრი ტიმჩუკმა. 

მისივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ბოევიკებმა და რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციების მიმართულებით სულ მცირე 30-ჯერ გახსნეს ცეცხლი.