სულ მცირე შვიდი ავღანელი სამხედრო დაიღუპა და 15-მდე დაიჭრა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ სამხედროების ავტობუსის აფეთქების შედეგად.
"ბიბისის" ინფორმაციით, რამდენიმე საათში თვითმკვლელმა ტერორისტმა კიდევ ერთი აფეთქება განახორციელა, რომლის შედეგად ორი სამხედრო და ორი მშვიდობიანი მოსახლე დაიჭრნენ.
მომხდარზე უკვე აიღო პასუხისმგებლობა "თალიბანის" დაჯგუფებამ.
ქაბულში აფეთქებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ავღანეთმა და აშშ-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად აშშ-ს ჯარები ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც დარჩება.
"თალიბანმა" შეთანხმებას "აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებული სიცრუე" უწოდა.