ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ „პირვე რადიოსთან“ ხელისფლების ორწლიანი მუშაობის მიღწევებსა და ხარვეზებზე ისაუბრა. როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, ახალი ხელისუფლების ყველაზე დიდი მიღწევა ევროპისკენ წინსვლაა.
„მიღწევებში უპირველეს ყოვლისა, ევროპისკენ მოძრაობა თითქმის მთელს ფრონტზე - ევროკავშირთან ურთიერთობიდან დაწყებული, ნატო-თი დამთავრებული. რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, დიდი მიღწევაა ე.წ. შიშის სინდრომის მოხსნა სამართლებრივ ჭრილში. პოლიტიკურ ასპარეზზე კი - ძალის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტებისა თუ უსიამოვნო ხელისუფლებისთვის პერსონების მიმართ. ხარვეზებში გამოვყოფდი სამართლიანობის აღდგენის ჯერ კიდევ შეუსრულებელი დაპირება. შეუსრულებელი იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც გულისხმობდა ეს დაპირება. გულისხმობდა იმ პერიოდის მთლიანი სულისკვეთებისა და სისტემის დემონტაჟს, რაც არ მოხდა. ასევე პრობლემებია ეკონომიკაში. ჯერ საბედნიეროდ არ არის სერიოზული კატასტროფა, თუმცა არც წინსვლა არ არის. ხელისუფლება ირწმუნება, რომ ეს დროებითია, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ ეკონომიკის დინამიკა გადაუჭრელი პრობლემაა. ასევე გამოვყოფდი პრობლემებს იმ სფეროში, რასაც პიარი ჰქვია - ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობასთან ხელისუფლების მხრიდან“, - განუცხადა „პირველ რადიოს“ რამაზ საყვარელიძემ.
299
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85