ქუთაისში აფეთქება მოხდა

ქუთაისში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაზი აფეთქდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, აფეთქება გამსახურდიას ქუჩაზე დაახლოებით დილის 6 საათზე მოხდა, რასაც ნგრევა მოჰყვა. 

დაშავებულია ერთი მოქალაქე, რომელიც სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

აფეთქების შედეგად ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლის ერთი კედელი, დაზარალდა კიდევ ხუთი მეზობელი ოჯახი. 

მომხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა.