რასმუსენი სტოლტენბერგმა შეცვალა

რასმუსენი სტოლტენბერგმა შეცვალა

დღეიდან ნატოს ახალი გენერალური მდივანი ჰყავს. ანდერს ფოგ რასმუსენი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგმა შეცვლის.

ნორვეგიის ყოფილი პრემიერმინისტრი იენს სტოლტენბერგი მუშაობას ოფიციალურად დღეს შეუდგება. ნორვეგიის მთავრობას ის 2005 წლიდან 2013 წლამდე მეთაურობდა. იყო ნორვეგიის მუშათა პარტიის ლიდერი.