მოსკოვის მთავრობის გადაწყვეტილებით, ისტორიული შენობის ოფიციალური გადაცემა 2015 წლის 1 ივლისს გაიმართება.
„ამ საკითხზე მუშაობა დიდი ხნის წინ დავიწყეთ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ნარიშკინი დაგვპირდა, რომ ეს შენობა გადაეცემოდა საქართველოს საპატრიარქოს. მას შემდეგ მიდიოდა მუშაობა. სადღეისოდ ყველა დონეზე ეს საკითხი გადაწყვეტილია“,- განაცხადა რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარემ, ბიზნესმენმა მიხეილ ხუბუტიამ.
ეკლესიის მიმდებარედ ქართული დასახლება იყო. გასული საუკუნის 30-იან წლებში რუსეთის იმჟამინდელმა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა და ტექნიკური სასწავლებელი გახსნა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართველებმა ეკლესიის მცირე ნაწილი დაიბრუნეს. ქართული დისპორა ისტორიული შენობის დაბრუნებას ამ დრომდე ცდილობდა.