"თავისუფალი ზონის" წევრებმა "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი სასტიკად სცემეს

გაზეთის ჟურნალისტის ჯაბა ხუბუას ინფორმაციით, ზაზა დავითაია, რომელსაც ნეკნები აქვს ჩამტვრეული, ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი.

"ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია რედაქციაში მიდიოდა, შარტავას ქუჩაზე მას დახვდნენ "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები - 10-12 ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი იყო "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი ლიდერი ფარნაოზ ჭკადუა. ზაზას ცხვირ-პირი აქვს დასისხლიანებული, სასტიკად არის ნაცემი, ნეკნები აქვს ჩამტვრეული და ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი. ამ ყველაფერს ვუკავშირებთ იმას, რომ ზაზა სოციალურ ქსელში "თავისუფალი ზონის" წინააღმდეგ განსაკუთრებით აქტიურობდა. მათ ამხელდა და როგორც ჩანს, ეს გულში ჩაიდეს. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ზონდერბრიგადის  "თავისუფალი ზონის" პირდაპირი ანგარიშსწორება", - განაცხადა ჯაბა ხუბუამ.  

მისივე თქმით, ერთი თვის წინ, "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელმა ვაჟა მორგოშიამ დაურეკა ზაზა დავითაიას და ემუქრებოდა, რომ ბაჩო ახალაიაზე სტატიების წერისთვის თავი დაენებებინა.

"პირWელის" ინფორმაციით, დაკავებულია "თავისუფალი ზონის" წევრი დავით გოგოხია, რომელმაც შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როდესაც ის კრიმინალურ პოლიციას მომხდარის შესახებ შეტყობინებას გადასცემდა.