პატრიარქის უფროსი ძმის, ბერი გიორგის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
"2014 წლის 30 სექტემბერს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უფროსი ძმა, ბერი გიორგი (ვიქტორ შიოლაშვილი). იგი 1929 წლის 11 დეკემბერს, ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა. იყო მეექვსე შვილი გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის მრავალშვილიანი ოჯახისა.
1970 წლიდან ბატონი ვიქტორი მსახურებდა კათოლიკოს-პატრიარქთან. ჰყავდა მეუღლე - მარიამ ჩოჩოშვილი. ჰყავს ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი და რვა შვილთაშვილი. ცხოვრობდა ქ.მცხეთაში.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 2013 წელს 4 სექტემბერს, აღიკვეცა ბერად და სახელად ეწოდა გიორგი; განამწესეს მცხეთის წმ.გიორგის სახელობის მონასტერში.
ბერი გიორგი 2 ოქტომბერს, 14:00 სთ-ზე, სამთავროს მონასტრის ეზოში დაიკრძალება", - აღნიშნულია განცხადებაში.