თურქეთის საელჩო ჰაკიმ ფაშას სახელით Youtube-ზე ვიდეოს ატვირთვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

თურქეთის საელჩო ჰაკიმ ფაშას სახელით Youtube-ზე ვიდეოს ატვირთვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველო და თურქეთი სამართლებრივი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებენ.

„თურქეთსა და საქართველოს შორის არსებობს სამართლებრივი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ქვეყნების შესაბამის უწყებებს უშუალო კონტაქტი აქვთ. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც, საქართველოს პროკურატურა თურქეთის შესაბამის უწყებასთან თანამშრომლობდა",- განაცხადეს საელჩოში.

ჰაკიმ ფაშას სახელით Youtube-ზე ვიდეო თურქეთიდან აიტვირთა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პროკურატურამ აშშ-ში მდებარე Youtube-ს სათაო ოფისიდან მიიღო. როგორც პროკურორმა რეზო ნადოიმ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით თურქეთის მხარე საქმის კურსშია და ამ ქვეყნიდან უახლოეს მომავალში უფრო მეტ ინფორმაციას ელის.