ევროსაბჭოს ინფორმაციით, საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების მაიკლ აასტრუპ იენსენის (დანია) და ბორის სილევიჩის (ლატვია) მიერ მომზადებული ანგარიში ხვალ განიხილება.
ანგარიშში ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზეა საუბარი, მათ შორის არის, მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა და ბაჩო ახალაია.
„გვინდა, აღვნიშნოთ, რომ არ შეიძლება არსებობდეს დაუსჯელობის სინდრომი, თუნდაც ეს მთავრობის წევრების და პოლიტიკოსების მიერ იყოს ჩადენილი ამჟამად, ან წარსულში. თუმცა, განსაკუთრებით კი მოცემული პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ გამოირიცხოს პოლიტიკურად მოტივირებული და რევანშისტული სამართლებრივი პროცესების წარმოება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სამართლებრივი პროცესების გამჭვირვალედ და ისეთი გზით წარმოება, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების მიხედვით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს. თავიდან უნდა იქნას აცილებული შერჩევითი ან პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება. ხელისუფლებამ განაცხადა რომ საქმის წარმოება იქნება გამჭვირვალე და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ევროპის კონვენციის შესაბამისი. მათ დაპატიჟეს საერთაშორისო საზოგადოება ევროსაბჭოს და საპარლამენტო ასამბლეის ჩათვლით, რათა გაეგზავნათ საკუთარი დამკვირვებლები პროცესზე დაკვირვებისთვის. ეუთო-ს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ოფისი რამდენიმე ყოფილ მაღალაჩინოსანთა სასამართლო პროცესს უკვე დაესწრო და ანგარიშს საქმის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს. ამასთან, აღნიშნული საქმეებს ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი თომაც ჰამერბერგიც ახლოდან აკვირდება“,-ნათქვამია ანგარიშში.