საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა, მას მოლდოვა, უკრაინა, აზერბაიჯანი და ბელორუსი მოსდევს.
კვლევა მიმდინარე წლის ნახევარს მოიცავს და მასში გამოხატვის თავისუფლების დონეა შეფასებული.
შეფასების კრიტერიუმებს შორისაა პოლიტიკური კონტექსტი, ანუ კონსტიტუციით მინიჭებული მედიის თავისუფლებისა და უფლებების დონე, არსებული პრაქტიკა, კერძოდ, მედიის თავისუფლების შეზღუდვა, თავდასხმები, მუქარა, გამოძიებები, ასევე, ინფორმაციაზე წვდომის ცენზურა და თვითცენზურა.
კვლევის ფარგლებში სამოცამდე მედიაექსპერტი გამოიკითხა.